ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში აქცია იმართება. ადგილობრივები გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით მათ გზა გადაკეტეს.
ჯუმათელების თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლება მათზე არ ფიქრობს:
_ დიდი ხანია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ვთხოვთ, თუმცა, უშედეგოდ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ამიტომ გამოვედით ქუჩაში, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები.