დღეს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, ჯუმბერ დუნდუას სახელობის პირველი ქორეოგრაფიული ფესტივალი „ავტოგრაფი“ გაიმართა.
ფესტივალში, გურიაში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომელთაც ღონისძიების ბოლოს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია ხვალ, 25 ივნისს, 15:00 და 18:00 საათზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
ფესტივალის მხარდამჭერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.
საინფორმაციო მხარდაჭერა „გურია ნიუსი“.
ფოტოები: იამზე ვაჩეიშვილი