ჯუთაში გზა ჩაინგრა. ინფორმაციას გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სოფელი ჯუთის გზა ჩაინგრა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯუთაში გზის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჯეო მეგზურიც.
“სამწუხარო ამბავი ჯუთადან: დღეს დილას სოფელთან მიმავალი გზა ბოლომდე დაზიანდა,რის გამოც დიდი ალბათობით ჯუთასკენ ტურები აღარ გვექნება,სანამ გზას არ აღადგენენ”,_ წერს “ჯეო მეგზური”.