წუხელ, „რუსთავი 2“-ის შენობაში მისულ არხის ახალ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს – პაატა სალიასა და ნიკა გვარამიას შორის შეკამათება მოხდა.
გვარამიამ სალიასთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აპირებდა მის კაბინეტში შესვლას, რაზეც არავის დასტური არ სჭირდებოდა, თუმცა, სალიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „დასტური გჭირდება უკვე“.
აღნიშნულმა გვარამია გააღიზიანა და სალია კოლაბორაციონიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ხომ იცი, რომ არ ვარ ის კაცი, რომ ასე მელაპარაკო. სხვა რამისთვის მოვედი აქ. მოვედი ცივილიზებულად, დამხვდი სხვანაირად, კი ბატონო“, – მიმართა თავის მხრივ სალიამ გვარამიას, რაზეც ამ უკანასკნელის პასუხი იყო: „შენ ცივილიზებულად ვერ მოხვალ, შენ ხარ თანამშრომელი აფხაზეთიდან შენი გამომგდების და იქ ჩვენი ამომწყვეტის. რუსული რეჟიმის დამკვიდრების თანამშრომელი ხარ“.































































