ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი გუშინ, ხელოვნების სასახლეში აღნიშნეს.
სიმღერებით, ცეკვებით და ხუმრობებით სავსე ლამაზ ღონისძიებას ბევრი ადამიანი დაესწრო.
პირველსკოლელებს ბოლო ზარი, ახალი გზის დასაწყისი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.