“პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ალიასკის შეხვედრამდე პრეზიდენტ ტრამპთან კოორდინაციაზე იმუშავეს.
თუმცა, მკაცრი რეალობა ისაა, რომ რუსეთს არ აქვს ამ ომის მალე დასრულების განზრახვა”,_ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.



































































