ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც დღეს თბილისში მოხდა, მიუღებელია.
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”,_ აცხადებს კაია კალასი.
კალასის განცხადების თარგმანს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
































































