“არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ,” _ წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის განცხადებას ეხმაურება:
“ზუსტად ვერ გავიგე ჩემი არჩევის გამო ბოდიშებს რატომ იხდიან, ისევ გედი თუ გამაგებინებს. ჰოდა იმან თქვა: “პატრიარქის და მართლმადიდებლობის მაგინებელიო…”
არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ. მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას არაფერს ვერჩი და მხოლოდ ვწუხვარ, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა არაფერი იციან ქრისტიანობის შესახებ.
ვაკრიტიკებ მარიამ ჯაშის ტიპის ფარისევლებს და ყოველთვის გავაკრიტიკებ. ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც.
ჰოდა ახლა ჩემზე ნუ მოცდებით, მალე ორშაბათია, ბევრი ხარ-კამეჩი გაქვთ შესაჭმელი, ეკლესიის მოწოდებით რომ დაკლავენ. თქვენი რწმენა ხომ ამაზე დგას _ სამარხვო კატლტებზე და მერე ხორცის ჭამის დღის მოლოდინზე” _ წერს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ საზმაუს ბორდის წევრობაზე ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გედევან ფოფხაძემ უმრავლესობა დატოვა, ხოლო მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა ხმის მიცემის გამო ბოდიში მოიხადა.
ამავე თემაზე: თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე: საზოგადოებას ვთხოვ, მომიტევოს უნებლიე შეცდომა