კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია მეხსიერებისთვის, ტვინის მუშაობის სტიმულირებისთვის და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
კაკაო აღიარებულია, როგორც ლიდერი სასარგებლო მიკროელემენტების რაოდენობით, ხოლო თუთიის შემცველობის მხრივ, მას არ ჰყავს კონკურენტი.
ბოლო კვლევებმა გამოავლინეს, რომ კაკაოს აქვს კიდევ ერთი ნაერთი (კოკოჰოლი), რომელიც ხელს უწყობს კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას, ჭრილობების შეხორცებას და ხელს უშლის ნაოჭების ფორმირებას.
კაკაოში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთიერებაა – ეპიცეცინი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი სხეული სხვადასხვა საშიში დაავადებებისგან, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, გულის შეტევა და ინსულტი.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადასტურეს რომ მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს აქვს უფრო მეტი კალორია, ვიდრე ჩაის და ყავას ის არ იწვევს სხეულის წონის ზრდას.