სოფელ დვაბზუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი აქციის დროს აღნიშნული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ასკურავამ პარლამენტარებს ნინო წილოსანს და არჩილ თალაკვაძეს მიმართა.
“დაანებეთ პარაგრაფში სიარულს თავი და ხალხს მიხედეთ. აქ წავიდეთ, ნებისმიერი დვაბზუელის სახლში ღამის 12 საათზე. შევიდეთ და არ გაინტერესებთ? ქალბატონო ნინო (საუბარია პარლამენტარ ნინო წილოსანზე) შევიდეთ, ერთად ვნახოთ ჩოხატაურში და ლანჩხუთში რა ხდება. მაგრამ, კარგად იცით, რომ ლობიო და მჭადი არ აქვთ. გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გაგვესაუბროს,“_ მიმართავდა კახა ასკურავა პარლამენტარებს.
ამ მიმართვის დროს გვერდზე ისე ჩამოუარა ნინო წილოსანმა “ნაცმოძრაობამ“ ვერ შეამჩნია, ხოლო არჩილ თალაკვაძე სტუმრებს იღებდა.