“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან.
“ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ.
კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, “ოცნება” ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, “ოცნება” დასრულებულია.