ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული მარშის წარმომადგენლები ლანჩხუთში არასრულწლოვანს დაესხნენ თავს, რომელიც ექს გამგებლის გია გოგუაძის შვილიშვილია.
„დაახლოებით ერთი საათის უკან, ლანჩხუთის ცენტრში “ქართულ მარშის” წარმომადგენელი თავს დაესხა ჩვენი შტაბის წამყვანი ფიგურის, ყოფილი გამგებელის გია გოგუაძის შვილიშვილს, არასრულწლოვან მარი გოგუაძეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ლანჩხუთის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე მოკვლევა და მოახდინოს დამნაშავის სასწრაფო იდენტიფიცირება”, _ წერს ასკურავა.
„ქართული მარშის“ მხრიდან არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია გოგუაძეც.