„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარის კახა ასკურავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებმა უპრეცედენტო დაშინებების ფონზე ჩაიარა.
კახა ასკურავა: „მინდა გურიის მთელ მოსახლეობას მივმართო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ხელი შეუშალა იმ სპეცოპერაციას, რომელიც უნდა გახორციელებულიყო ბიძინა ივანიშვილის დავალებით.
გურიაში „ქართული ოცნება“ გეგმავდა დიდი პროცენტებით გამარჯვებას, მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმა დამდუღრული ძაღლებივით გააგდო ყველა, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა _ ეს სპეცოპერაცია ლანჩხუთში და ოზურგეთში ვერ შედგა, ჩოხატაურში კი ვასილ ჩიგოგიძემ საკუთარი ავტორიტეტი გამოიყენა.
უპრეცედენტო გაყალბების, მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა გურიაში დიდი პროცენტის დაწერა.
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოში მცხოვრები მილიონზე მეტი ამომრჩევლის და ემიგრანტების ხმა. ვინც ამ ბრძოლას, რომელიც დღეიდან იწყება, უღალატებს, ის გახდება „ბიძინა ივანიშვილი 2“.
კახა ასკურავას თქმით, არჩევნების დღეს ე.წ. „ძველი ბიჭები“ და „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი იდგნენ საარჩევნო უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ტერორს ახორციელებდნენ:
„ბევრი საჩივარი გვაქვს შეტანილი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში და დაველოდებით განხილვას. ამ საჩივრებსაც მივხედავთ და დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების უფლებებს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს კახა ასკურავამ.
ავტორი