თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ,,ალტ ინფოს“ პარტიის აკრძლავასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება.
კალაძე, რადიკალური ჯგუფ “ალტ ინფოს” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთთან აიგივებს და აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი აკრძალვა შესაძლებელია და კალაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობაც.
“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს “ნაციონალური მოძრაობაც”, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შუღლს ნაციონალური მოძრაობა აღვივებს.
ცნობისთვის, ომბუდსმენმა სარჩელი “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტუციო სარჩელი მოამზადა.