ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, აღნიშნულ პროცესს ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუმცა, დიდი ალბათობით აღსრულება არ მოხდება.
“რა თქმა უნდა, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.



































































