“ეს ვიდეო მეც ვნახე და არ ვიცი, რა დავარქვა?! დავარქმევდი სამარცხვინოობის უმაღლეს მწვერვალს და წერტილს“, _ ეს განცხადება ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
კახა კალაძე ამბობს, რომ მას აქციის მონაწილეებისთვის შუა თითი არ უჩვენებია.
“ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მზადდება „ფეიკნიუსი“. ვიდრე გაავრცელებდით, თქვენ ელემენტარულად შეგეძლოთ, დაგესვათ შეკითხვა, თუ ვის მიმართ იყო დაფიქსირებული ჟესტი, მაგრამ „ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე შუათითი, არასწორია. ზოგადად, თავშეკავებით არასდროს გამოვირჩევი და როდესაც მაქვს სათქმელი, ყოველთვის ვამბობ. არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითი აქციის მონაწილეების მისამართით ნამდვილად არ ყოფილა ნაჩვენები. ასე რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, ნამდვილად არ მომერიდებოდა“, _ თქვა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: http://www.gurianews.com/article/g-news-tv/kakha-kaladzis-sheuratskhmqopeli-zhesti