თბილისის მერი კახა კალაძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
“კიდევ ერთი ღირსეული კაცი დააკლდა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას- თბილისის საპატიო მოქალაქე, ცნობილი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე.
ბატონ თენგიზს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ მედიცინაში. ის იყო არაერთი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი.
მთელი გულით ვიზიარებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახის, ახლობლების, კოლეგების გულისტკივილს”,_ წერს კალაძე სოციალურ ქსელში.