ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს – ასე უპასუხა კახა კალაძემ გრანტების გამკაცრებულ კანონდებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
თბილისის მერი ირწმუნება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი “გარე ჩარევისგან” დასაცავაია.
მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს”,- განაცხადა კალაძემ.
ამ პასუხის შემდეგ, “პირველების” ჟურნალისტმა კალაძეს ასეტი კითხვა დაუსვა: – სუვერენიტეტს რუსეთი არღვევს და თქვენ ახლა ამბობთ, რომ დასავლეთია სუვერენიტეტის მტერი?
ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა კალაძემ.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.































































