კახა კალაძე გიორგი გახარიასთან დებატებისთვის მზად არის. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ დებატებისთვის აბსოლუტურად ყველასთან. ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. ამისთვის მზად ვარ, რომ შესაბამის პლატფორმაზე გაიმართოს დებატები“, – განაცხადა კალაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარია კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.
(R)