უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის გასაცნობად მივიდა.
„გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერივსი“. ქვეკონტრაქტორები არ ვიცი“, – აღნიშნა კალაძემ.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორივე ბავშვი, შოკურ მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.