მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.