პოლიტიკოს კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“,_ წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი იყო ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკის ოლქში.