ამ წუთებში დასრულდა შალვა შავგულიძის შტაბში საგანგებო ბრიფინგი.
ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ მე-18 საარჩევნო უბანთან გადაღებული კადრები წარადგინა, რომელშიც გარკვევით ჩანს და ისმის, როგორ სთხოვს ერთ-ერთი პირი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას.
ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და ამ ფორმით ცდილობს არჩევნების მოგებას.