მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, „დროას” წევრი თამთა გოგოლაძე ავრცელებს.
გოგოლაძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას თელავის პოლიციასთან ხელბორკილები დაადეს.
ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელში სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.