სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. გაუჩინარებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. მათ კვალზე ვერც პოლიცია გავიდა. სამართალდამცველები ამ წუთებში არასრულწლოვნების ახლობლებს კითხავენ.
“პოლიციელები 3 დღეა მეუბნებიან, დღე და ღამე ეძებენ და არ არის. ისინი იციან სად არის, მაგრამ მეუბნებიან, ჩვენც არ ვიცით. [ჟურნალისტი: მოიტაცა, ძალით წაიყვანა?] არ ვიცი, რანაირად მოიპარეს, არ ვიცი. ისინი მეუბნებიან, ვითომ ჩემი გოგო არის წასული. 13 წლის გოგო როგორ უნდა წავიდეს. თუ ჩემი გოგო იყო წასული, მოაბრუნონ ჩემი გოგო. იქ რაღაცა პოლიციაში ჩემი ბავშვის წერილია. არ ვიცი ვითომ გოგომ ჩაწერა რომ მოდი და მოდი და წაიღე ჩემი თავი. ჩემი ბავშვის წერილი არ არის”, – ამბობს 13 წლის გოგოს მამა.
მთავარიტვ