კახეთში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე გამოძიება სსკ-ს 137- ე მუხლით მიმდინარეობს,_ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული მუხლი გაუპატიურებას გულისხმობს და 6 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, საქმის ფიგურანტი პირები ერაყელი ტაქსისტი და ბელორუსიელი ტურისტი არიან.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ტურისტმა ტაქსის მძღოლს დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილება სთხოვა.
ფაქტზე 50 წლამდე კაცია დაკავებული.
საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.


































































