ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
„Golf 3″-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.