თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა.
„თბილისში ყიფიანის ქუჩაძე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, დღესვე მთავრობის სხდომის შემდეგ რომ დაიბაროთ კომპანია, ვინც აწარმოებდა სამუშაოებს.
ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარდგენილი მერიაში – რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღის ბოლომდე მქონდეს სრული ინფორმაცია ამასთანდ აკავშირებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.