,,თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან, ყველა მოშიმშილე პირს მოუწოდა შეწყვიტონს შიმშილობა.
„მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი.
ყველა მოშიმშილეს მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, ასევე, მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახი კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია, ხოლო მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.
„რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული – სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
[sexy_author_bio]