ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე, სიმღერა „თბილისოს“ შესრულებისას ქართული ხმების მომღერლებმა სცენაზე ასვლა ქალაქის მერს, კახა კალაძეს სთხოვეს. კალაძემ მოღერლებს უარი ვერ უთხრა და კომპოზიტორის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, რომელიც დედაქალაქისთვის ერთგვარი სიმბოლოა, პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.
რევაზ ლაღიძის ბიუსტი დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე გაიხსნა.