მსახიობ კახი კავსაძეს 1-ელ მაისს, 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.