https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კახი კავსაძის „სტრიპტიზი“

13:11; 3.11.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს მეტად დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან და ამ „ისტორიების“ დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის დღემდე უცნობია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

თავდაპირველად სიტყვას მსახიობ ნიკა წულუკიძეს გადავცემთ, რომელიც ერთ „ორიგინალურ ისტორიას“ მოიგონებს.

„კახი კავსაძე რა რანგის და რა დონის მსახიობია, ყველასთვის არის ცნობილი. მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის, რომ ბატონ კახის სიშიშვლის კომპლექსი არ აქვს, შემოქმედებაში ვგულისხმობ. სცენაზე საცვლისამარა გამოდის, ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი საცვლით.

„მოხუცი ჯამბაზების“ დროს ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა ეუბნებოდნენ, როგორ იხდი, როგორ არ გრცხვენიაო. ამაზე ბატონმა კახიმ, რას ჰქვია მრცხვენიაო, ავიდა სცენაზე, ჩაართვევინა მუსიკა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. სათითაოდ, ცეკვა-ცეკვით გაიხადა პერანგი, დაატრიალა და სცენიდან ისროლა კიდეც. სკამიც დადგა. სკამზე ფეხი შემოდო, პერანგის შეხსნა რომ დაიწყო, ქალბატონი ზინა გაგიჟდა და გადაირია. ისმოდა წივილ-კივილი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა, როდესაც ბატონი კახი საცვლებამდე მივიდა და იმასაც, რომ დაუწყო ქვევით დაქაჩვა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი.

ასეთი ჟრიამული რეპეტიციებზე სულ იყო. ზინა კვერენჩხილაძე – ქართული სიტყვის ოსტატი. როგორ შეიძლებოდა მის თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებინა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ასოებით გაძეძგილი ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულის ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო. მთელი ამბები იყო.

იცით როგორ მშურდა?! გეფიცებით ყველაფერს, ჩემი არც ერთი სამეგობრო წრე, „სასტავს“ რომ ვეძახით, ისე არ ერთობა და არ ატარებს დროს როგორც ეს ადამიანები. მათ შორის კი ოთხმოც წლამდე ან ოთხმოცს გადაშორებულიც იყვნენ. მსაყვედურობდნენ კიდეც მეგობრები, მთელი ერთი წლის განმავლობაში არავინ მინახავს, სულ რუსთაველის თეატრში ვიყავი.

ერთხელ ქალბატონი მედეა მოვიდა. როგორ იყო იცით? თვითონ ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარ ასაკს, მაგრამ შენ თუ შეახსენებდი, არ მოსწონდა. კიბეზე თუ ადიოდა, ხელს ვერ მიაშველებდი. რა არის, დავბერდი? იტყოდა და კიბეზე აკუნტრუშდებოდა ხოლმე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი, ვასილევნა, თექვსმეტი წლის გოგოსავით გამოიყურებით-მეთქი და რაო? რომ მომიბრუნდა ძალიან ნაწყენი სახით, მივხვდი რაღაც ისე ვერ ვთქვი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შემომხედა და მითხრა, ეს „სავით“ –  რას ნიშნავს? ზუსტადაც რომ თექვსმეტი წლის ვარ, აბა, რამდენია, რვას რომ რვა მიუმატოო. ოთხმოცდარვა წლის იყო მაშინ. ასეთი ამბები ხდებოდა „ჯამბაზებში“.

მოგონებებს ბატონი ბაადურ წულაძე  გააგრძელებს, რომელიც კახი კავსაძესთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კურიოზს გაიხსენებს.

„დიდი მეგობრობა მაკავშირებდა კახისთან და ბერიკასთან. ჩვენ ბევრი საერთო თავგადასავალი გვაქვს. მოგიყვებით ერთ შემთხვევას: ერთ ნოველაში არის მომენტი, როდესაც ჩვენ ვვარდებით ღვინით სავსე აუზში. ამის გადაღება მიმდინარეობდა 30 დეკემბერს. წაგვიყვანეს ღვინის ქარხანაში. „მარგანცოვკით“ შეღებილი წყალით აავსეს აუზი, ვითომდა ღვინით იყო სავსე. სიცივეა, ყინავს. როგორ ჩავიდეთ ამ გაყინულ წყალში, არადა, იმავე დღეს უნდა მოვრჩეთ ყველაფერს და დავბრუნდეთ, რომ საახალწლოდ მოვემზადოთ. რა ვქნათ, რა ვქნათ და, ბოლოს, მოიფიქრეს: აკვალანგების კოსტიუმები ჩაიცვით და ისე ჩახტითო. თავები ხომ უნდა გამოგვჩენოდა, ამიტომ, აკვალანგისტების კოსტიუმს კაპიუშონი არ მიამაგრეს.

ჩაგვაცვეს და ისე გადავეშვით. ის კაპიუშონი ჰერმეტიზაციას აკეთებს და მის გარეშე, კისრიდან წყალი ჩავიდა, ჩაჰყვა ხერხემალს, მაგრამ, ვიფიქრეთ, ჯანდაბას, ოღონდ დროზე მოვრჩეთო. როგორც იქნა, ჩავათავეთ გადაღება. ამოვედით, არაყიც მზად დაგვახვედრეს, გადავკარით და დავბრუნდით სახლებში“.

ერთხელ არაორდინარულ მდგომარეობაში ბატონი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. ამ შემთხვევასაც ბაადურ წულაძე მოგვიყვება.

„რამაზ ჩხიკვაძე მოგვიყვა ერთხელ. მოლდავეთში იღებდნენ და სცენა იყო, კასრში უნდა ჩამძვრალიყო. კაცო, ვუყურებ, პატარაა, ამაში როგორ უნდა ჩავძვრეო, – უთქვამს ჩხიკვაძეს. ბატონო რამაზ, გევედრებით, რეჟისორი გაგვყრის სამსახურიდანო, – შეეხვეწნენ დანარჩენები.

 უფიქრია – ჯანდაბასო და ჩაძვრა, არადა, არ ეტევა, ზემოდან კი მთელი ჯგუფი აწვება, აწვება და უცებ – დრახ!“ – გაისმა და მუხლი გადაუტყდა. ასე მოსტეხეს ადამიანს ფეხი“.

სახალისო მოგონებების მომდევნო სტუმარი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი იქნება, რომელიც ერთი თბილისური პანაშვიდის პერიპეტიებს გაიხსენებს.

„ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდა სომეხი აშოტა. „მალიარი“ იყო. პატიოსნად ცხოვრობდა და ყველა დიდ პატივს სცემდა. მისი ცოლი რუსთაველის თეატრში დიდხანს მუშაობდა „გარდერობშჩიცად“. გარდაიცვალა ეს კაცი. უბანში ვდგავართ ბიჭები. გავიხედეთ – მთელი ცნობილი, ბუმბერაზი მსახიობები მოდიან პანაშვიდზე მისასამძიმრებლად. დავაჭყიტეთ თვალები. ეროსი მანჯგალაძე მოგვიახლოვდა და გვკითხა, ბიჭებო, აქ მიცვალებული სად არისო. დავიბენით და გაუცნობიერებლად მივაძახეთ: „ვა, აშოტასთან მიდიხართ“?! გადაირივნენ მთელი მსახიობები –  თუ კარგია, აშოტასთან თქვენ წადით, ჩვენ მის ცოლთან მივდივართ მისასამძიმრებლადო“.

მსახიობი მამუკა ლორია სპექტაკლების მიმდინარეობებისას სხვადასხვა ხათაბალაში არაერთხელ აღმოჩენილა. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ბატონი მამუკა ამ „ინციდენტებს“ მისთვის ჩვეული იუმორით მოგვიყვება.

„ერთ პიესაში ფილოსოფოს, ჭკვიან ლოკოკინას ვთამაშობდი. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ნამეტანი მთვრალი ლოკოკინა ვიყავი, რომ შევძვერი იმ ნიჟარაში, უკან ვეღარც გამოვძვერი.

მეორე კურიოზსაც მოგიყვებით ამავე სპექტაკლზე. მეორე მოქმედება რომ იწყებოდა, ნელ-ნელა მოვძვრებოდი სცენაზე და ბავშვებს ვეკითხებოდი, ბავშვებო, დავიწყოთ მეორე მოქმედება? ამ დროს მთელი დარბაზი იძახის „დიახ“! პირველ რიგში იჯდა პატარა გოგო, რომელიც გამწარებული ყვიროდა – „არას“. კიდევ ერთხელ ვიკითხე, დავიწყოთ მეორე მოქმედება-მეთქი და ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა, თმა ყალყზე დაუდგა და არაო, – გაჰყვიროდა. ისე დამღალა მისმა კივილმა, გამწარებული მივუბრუნდი და ვკითხე, რატომ არა-მეთქი! ჩემი ძმა ფისის შვრებაო. მე მგონი, ის ბავშვი დღესაც გაბრაზებულია ჩემზე. აბა, რა მექნა, 800 კაცს ხომ ვერ გავაჩერებდი ფისის გამო?!

ერთი სპექტაკლი იყო კიდევ „მერი პოპინსი“. სცენაზე ჰაერი არასწორად შევისუნთქე და ისეთი ხმა ამომივიდა ყელიდან, სულ ყიყლიყოები გავუშვი. მთვრალი ინდაურივით დავამთავრე ტექსტი და ბიჭებმა გამომაგდეს“.

დღევანდელ წერილს ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ერთი მოგონებით დავასრულებ, რომელსაც გარკვეული ნოსტალგიური დატვირთვა გააჩნია.

„სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი – 25 წლის, როდესაც ქუთაისის მთავარ რეჟისორად დავინიშნე. უზარმაზარი ტრადიციების თეატრი იყო, სადაც ჩემამდე ქართული თეატრის დიდოსტატი ვასო ყუშიტაშვილი მუშაობდა. შალვა დადიანი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და ქუთაისში თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვიდა. გაიმართა სუფრა და… არასოდეს დამავიწყდება მისი თამადობა – ეს იყო თეატრის, ხელოვნების შეფასება. ყოველი სადღეგრძელო მისი შემოქმედების ანალიზი იყო. გასაგიჟებელი, გასაოცარი თამადა გახლდათ.  ჩვენ მაგრად დავთვერით, რადგან შალვა დადიანს იმ ასაკშიც კი ღვინის სმაში ვერ შეეჯიბრებოდი.

ბოლოს, რომ დამთავრდა ქეიფი, მოითხოვა, ახლა მოიყვანეთ ფაეტონი და არღანიო. ამ ხნის კაცმა. იმ დროს აღარ იყო ფაეტონი და არღანი ქუთაისში, მაგრამ იპოლიტე ხვიჩია (მაშინ ის ქუთაისის თეატრში მუშაობდა) გავარდა, იშოვა ძველი ფაეტონი, არღანი და მოიყვანა.

გვარად მელია იყო, ვიღაც ძველი მეფაეტონე. შალვა დაჯდა მეფაეტონის გვერდით და ასე წავედით ქალაქგარეთ რესტორანში. ხალხი გამოსული იყო ქუჩაში და უყურებდა, როგორ იჯდა ეს ლეგენდარულ ადამიანი ფაეტონზე. ატრიალებდა არღანს და ქეიფობდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რა არის ქეიფი. ეს არის დროსტარების უბრწყინვალესი ტრადიცია, ადამიანური საუკეთესო თვისებების გამოვლენა. თავ-პირის მტვრევა კი არა, როგორც ხშირად ხდება დღეს“.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ელექტრო სიგარეტების მაღაზიის ქურდობა _ შსს-მ ერთი პირი დააკავა

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი _ ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

11:28; 3.02.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:27; 3.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ადამიანები

10:10; 3.02.2026
ზაფრანი

ვინ ხდება საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

10:08; 3.02.2026
ზაფრანი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან

10:07; 3.02.2026
ზაფრანი

გახდომის საუკეთესო გზა

9:59; 3.02.2026
საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო