არ დასტურდება დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.
მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.