სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტში მოხვდა არასრული ფაქტები და ის მოიცავს მხოლოდ ერთ მხარეს. კერძოდ, კახა კალაძის თქმით, იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუმცა ეს “სამართლიანი არჩევნების” დასკვნაში ვერ მოხვდა.
„მთლიანად საარჩევნო კამპანია, პირველი ტურიც და მეორე ტურიც ძირითადად ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობს. არის პირდაპირი შეურაცხყოფები კანდიდატის მხრიდან და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამას ახორციელებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ეწოდება. მისი ლიდერები, მხარდამჭერები.
უამრავი მასალა და ფაქტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც შეხვედრები იმართებოდა რეგიონებში იყო მცდელობები შეხვედრების ჩაშლის. იყო მცდელობები შეურაცხყოფა მიეყენებინათ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. სამწუხაროდ ამაზე არ ხდებოდა ყურადღების გამახვილება, არ იყო საუბარი თუნდაც ბატონი ბენიძის მხრიდან იმ დონეზე რა დონეზეც საჭიროებდა და შედეგიც დღეს გვაქვს,“-განაცხადა კახა კალაძემ.
„სამართლიანი არჩვენების“ შუალედური ანგარიში არჩევნების მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფართოდ გავრცელებულ ზეწოლაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბებზე მიუთითებს.
გამოვლენილ დარღვევებზე დაყრდნობით „სამართლიანი არჩევნები” არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მუქარის და ზეწოლის ფაქტები მრავლად მოხვდა.
40 გამოვლენილი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარა, დანარჩენი შემთხვევები ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ეხება.
ამავე თემაზე: “მუქარის და ზეწოლის ფაქტები – “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში კონკრეტული ფაქტებით