დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
მისი თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელის ბიჭია.
„ზოგადად, ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ნაკლებად საუბრობენ. მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარისგან. თუმცა, მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ მელიას არ ესმის ერთი რამ, როდესაც წააგებ უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულ კონკურენტს უნდა მიულოცო. თუმცა, კაცობა და ღირსება მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს ბევრ რამეში დადასტურდა. მაგალითად ის, რომ იგი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, სააკაშვილის ხელის ბიჭია. წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ. ასევე, მელია ბათუმში არჩევნებზე ჩასული ვიხილეთ. სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.