პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
“ვწუხვარ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის.
ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!”_ წერს კალაძე სოციალურ ქსელში.