ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება.
გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს.
„დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან.
კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.