იტალიის ქალაქ ბოლონიაში მოქალაქეებს კინოს ბილეთებს, ლუდს ან ნაყინს უფასოდ სთავაზობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოქალაქეებმა აქციით სარგებლობისთვის ავტომობილით სიარულზე უარი უნდა თქვან და ქალაქში ავტობუსით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ, ხოლო მობილურ ტელეფონში შესაბამისი პროგრამა გადმოწერონ, სადაც ქულების დაგროვებას შეძლებენ.
მგზავრობით დაგროვებული ქულების გადაცვლა კი ლუდში, კინოს ბილეთებში ან ნაყინში შეეძლებათ.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნული სისტემა მოქალაქეებს სიარულისკენ, მოძრაობისკენ მოუწოდებს და სახალისოცაა.
როგორც ცნობილია, ქალაქში აღნიშნული სისტემა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის მიზნით შემოიღეს.