დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში კალანდა აღინიშნება.
სადღესასწაულო ღონისძიებები 17:00 დაიწყება და ჯგუფ ” რეგიონის” კონცერტით დასრულდება.
როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რამდენიმე პარლამენტარი დაესწრება _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამ დრომდე დაუდასტურებულია ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის ჩამოსვლაზე.