წუხელ, საჩხერეში, უხვი ნალექის შედეგად მთის რამდენიმ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
“საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ჭალოვანის, ჭალის, კორბოულისა და მერჯევის სოფლებში სეტყვამ ნათესები დააზარალა.