ავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „გურია ნიუსს“ შემთხვევის ადგილიდან შეატყობინეს, პირი, რომელიც ავჭალაში მოკლეს, სავარაუდოდ, პროკურორია.
„სროლის ხმა ისმოდა და გავედით. ისინი გაიქცნენ. როგორც ვიცი, კალაშნიკოვით ჩაცხრილეს. ორი ტიპი იყო. ერთს პისტოლეტი ეჭირა“,_ ამბობენ შემთხვევის ადგილას მყოფი ადამიანები.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას უწყებაში ცდილობს.