კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.
მტკიცებულებად წარმოდგენილია აუდიო და ვიდეომასალები. გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააპატიმრა. მათ შორის, სამი მსაჯი, კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი და დამფუძნებელი არიან.
დაკავებულებიდან ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კი ბრალს არ აღიარებენ.
დანაშაული 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: სუს-მა კალათბურთის რამდენიმე მსაჯი დააკავა
დაკავებული მსაჯები დანაშაულს აღიარებენ
„ეს არის მსოფლიოს პრობლემა“ _ სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე
„დეტალურად გავარკვევ რა მოხდა“ _ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი