მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამო მიუსამძიმრეს და საარჩევნო შტაბთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.
„ქალბატონო სალომე, ვიზიარებთ!“,– მიმართეს მოძრაობის წევრებმა ეზოდან ზურაბიშვილს.
ქმედება სამართალდამცველების მხრიდან ქუჩის დანაგვიანებად შეფასდა და ორგანიზაციის რამდენიმე წევრს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
წყარო: პირველი რადიო