ცნობილი ფრანგი მსახიობი, სარა ბერნარი, ასრულებდა ღარიბი ქალის როლს. მისი მონოლოგი მთავრდებოდა ასე:
– აღარ შემწევს ძალა, შიმშილით ვკვდები.
– მაშინ გაყიდე შენი სამაჯური! – დაიყვირა უცებ ვიღაცამ დარბაზიდან. შენიშნა რა მსახობის მაჯაზე ოქროს ძვირფასი სამაჯური.
ბერნარს დავიწყებოდა მისი მოხსნა სცენაზე გასვლის წინ.
– მე უკვე ვცადე, – არ დაიბნა მსახიობი. – მაგრამ სამაჯური ყალბი აღმოჩნდა.