ახალი ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე უფრო კარგი მძღოლები არიან.
მკვლევარებმა შეისწავლეს ავტომობილის მართვის წესის დარღვევის, საავტომობილო დანაშაულის, არასწორი მართვის სტატისტიკური მაჩვენებელი და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ქალს უკეთესი მაჩვენებელი აქვს (იგულისხმება, რომ მართვის დროს უფრო ნაკლები დარღვევა და დანაშაული მოდის ქალებზე).
კვლევის მიხედვით,ქალებს კაცებზე ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდებათ მანქანის მართვის სწავლისთვის, თუმცა ქალების მიერ ჩადენილი საავტომობილო დანაშაულების წილი კაცებთან შედარებით, გაცილებით მცირეა.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარები წერენ, რომ მამაკაცი მძღოლების გამო უფრო ხშირად ხდება ავარიები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ვიდრე ქალი მძღოლების.