1. წითელი თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით A, E,D Dდა BB ჯგუფის ვიტამინებს, ცხიმმჟავა ომეგა-3-ს. ვიტამინების ასეთი კომპლექსი კანს უნარჩუნებს სილამაზეს და აუმჯობესებს მხედველობას. კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს DD ვიტამინი, რაც მაგარი კბილებისა და ძვლების გარანტიაა.
2. ბროკოლი უხვად შეიცავს C ვიტამინს, გოგირდსა და ამინომჟავებს, გამოდევნის ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. ქრომის წყარო – ბროკოლი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ეს კომბოსტო შეიცავს ნივთიერებას – სულფორაფაბს, რომელიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების კიბოსგან დამცველი განსაკუთრებული ფერმენტების გამომუშავებას.
3. კოჭა (იმბირი) შეიცავს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებების ნივთიერებას გენგეროლს. თავი გტკივათ? – აბების ნაცვლად დაღეჭეთ კოჭას პატარა ნაჭერი. ლამაზი აღნაგობა გსურთ შეინარჩუნოთ? სვით კოჭას ჩაი – ხელს უწყობს ცხიმის წვას.
4. ჭარხალი – ძალიან სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, წმენდს სისხლს. ჭარხლის წვენი მდიდარია რკინით, რაც საჭიროა ანემიის დროს. მიიღეთ დღეში 2-ჯერ 50 გ ჭარხლის წვენი და სტაფილოს (ან ვაშლის) წვენთან ერთად (1:1). ბეტაინი, რომელიც ჭარხალს წითელ ფერს აძლევს, ამაგრებს სისხლძარღვებს, უიშვიათესი U ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
5. ფეტვი ნელა ასათვისებელი ნახშირწყლებისა და მნიშვნელოვანი ამინომჟავების წყაროა. ფეტვის ფაფის მოყვარულებს არ ემუქრებათ ნაოჭები, ეს “ოქროსფერი ბურღული” ფრჩხილების, თმისა და კანის ელასტიკურობაზე ზრუნავს.
6. სოია ვეგეტარიანელებისთვის ცილების წყაროა. ლეციტინი და ქოლინი, რომელსაც ის შეიცავს, ხელს უწყობს ღვიძლისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობას.
7. მარწყვს, რომელიც C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია, ხშირად უწოდებენ ახალგაზრდობის ელექსირს. ფოლიუმის მჟავას წყალობით ეს კენკრა ეხმარება ადამიანს, გაუმკლავდეს სტრესს, შეინარჩუნოს მეხსიერება და იმუნიტეტი.
8. ძროხის ხორცი – ცილების წყაროა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სხეულისა და უჯრედების საშენ მასალას. თუ საკვებში არასაკმარისია ცილები, სუსტდება იმუნიტეტი, ირღვევა ჰორმონული ბალანსი. სასურველია მიიღოთ ხორცი კვირაში 2-ჯერ (ბლომად დამატებული მწვანილით).