არ შეიძლება ანდო საკუთარი თმა ნებისმიერს. ის ადამიანი, ვინც თმას გჭრით, გიცვლით ბიოველს. ამიტომ სალონი აარჩიეთ არა მარტო მოდური ინტერიერის მიხედვით, არამედ სტილისტის ბიოველის მიხედვითაც. იმ ადამიანის დანახვისას, ვინც თმა უნდა შეგჭრათ, აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ სანდომიანობის განცდა და თავად სტილისტიც უნდა ასხივებდეს დადებით ენერგიას და პოზიტივს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეჭრილი თმა შეცვლის თქვენს ცხოვრებას. რაც უფრო დიდია ასაკით სტილისტი, მით უფრო ძლიერი ბიოველი აქვს.
არასდროს შეიჭრათ თმა თქვენ თვითონ.
სასურველია, თმა შეგჭრათ თქვენივე სქესის წარმომადგენელმა. გახსოვდეთ, რომ თვით ბიბლიაშია ნათქვამი, სამსონი დაღუპა ქალმა, რომელმაც მას თმა შეჭრა.
თუ გსურთ, თმა მალე გაგეზარდოთ, შეიჭერით სავსემთვარეობაზე, ხოლო თუ გსურთ, სტრუქტურა ოდნავ შეიცვალოს თმამ, მაშინ სალონში წადით მაშინ, როდესაც მთვარე კლებას იწყებს, მაგრამ მერე თმა ძალიან ნელა დაიწყებს გაზრდას. ასევე კარგია თმის ძირების გამაგრებისთვის თმის ოდნავ შეჭრა იმ დღეებში, როდესაც მთვარე იკლებს. ძველი ტრადიციის მიხედვით, თუ ავად გახდით, გაცივდით, ეცადეთ, თმა ოდნავ შეიმოკლოთ ბოლოებში, რაც თქვენგან გაიტანს უარყოფით ენერგიას და ხელს შეუწყობს მალე გამოჯანმრთელებას.
არ შეიძლება თმა შეიჭრათ მთვარის შემდეგ დღეებში: 9. 15, 23 და 29 მთვარის კალენდრის მიხედვით. ასევე – მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში. სანამ თმას შეიჭრით, განსაზღვრეთ, როგორ გინდათ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. თუ გსურთ, რომ გახდეთ უფრო ლამაზი და მიმზიდველი, თმა შეიჭერით 24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით, ან 22 აპრილიდან – 21 მაისის ჩათვლით.
კვირას თმის შეჭრას არ გირჩევთ. ამბობენ, კვირა დღეს შეჭრილ თმას იღბალიც მიჰყვებაო. კვირას თმის შეჭრა კარგია მხოლოდ ქრონიკული უიღბლოებისთვის, იქნებ მათი ბედისწერა კარგისკენ შეიცვალოს.