ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. ამ წუთებში სოფელში სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა მცხოვებმა სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, მოკლულია ერთი ადამიანი.
“ქალი სახლში ნახეს გაგუდული. სახლის ეზოდან წაყვანილია მანქანა. საშინელება ტრიალებს ჩვენს სოფელში“, _ გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.
“გურია ნიუსი“ ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან დეტალებს მომხდარის შესახებ, რომელსაც მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.