კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ხანძარმა 9 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და დაახლოებით, ჩიკაგოს ტოლი ფართობი გადაწვა.
როგორს კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ამბობენ, ცეცხლის ჩაქრობა სრულად შეიძლება 30 ნოემბრამდე ვერ მოხერხდეს.