ქალიშვილები, რომლებსაც დედები აკრიტიკებენ წარმატებულები არიან. კვლევა ესექსის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარებმა სტუდენტების ბავშვობა, მათ მიმართ დედების დამოკიდებულება და მათი აკადემიური მოსწრება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ წარმატებას ის სტუდენტები აღწევდნენ, რომლებსაც მკაცრი დედები ჰყავდათ.
„არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვცდილობთ თავი ავარიდოთ მშობლების გავლენას, როგორ ვცდილობთ, რომ მათი რეკომენდაციების საპირისპიროდ მოვიქცეთ, მათი რჩევები მაინც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და როგორც კვლევა აჩვენებს, სწორედ მათი რჩევების გათვალისწინება განაპირობებს უმეტესი ჩვენგანის წარმატებას“, – ამბობს მკვლევარი ერიკა რასკონ რამირესი.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 14 წლის ბრიტანელი თინეიჯერების უმეტესობა ამბობს, რომ მათი მთავარი კრიტიკოსი დედაა და რეალურად დედის კრიტიკა მათ ეხმარებათ სწორი გზის დანახვაში.
„დეილი მაილის“ ცნობით, ევროპის ქვეყნებს შორის დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანთა ორსულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და კვლევა აჩვენებს, რომ ამ გოგონების მშობლები არ გამოირჩევიან სიმკაცრით და შვილების მიმართ უფრო ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენენ, მათ იშვიათად აკრიტიკებენ.
კვლევის თანახმად, თინეიჯერებში, რომლებისგანაც მშობლებს დიდი მოლოდინები აქვთ, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებენ, ძალიან დაბალია ადრეული ორსულობის შემთხვევები, ვინაიდან ისინი კონცენტრირებულები არიან განათლების მიღებაზე, ისინი პატივს სცემენ დედების მოლოდინებს, მათზე დიდია მშობლის გავლენა და მოზარდებს სურთ, რომ დედებს იმედები გაუცრუონ.